გერმანელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადის წინ ვაქცინაციას გაივლიან #1TVSPORT
გერმანელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადის წინ ვაქცინაციას გაივლიან #1TVSPORT

გერმანიის ოლიმპიური ნაკრების დაახლოებით 1400 სპორტსმენი გაივლის კორონავირუსზე აუცილებელ ვაქცინაციას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სტივ ალტერმა.

„ოლიმპიელებმა დროულად უნდა გაიკეთონ აცრა ოლიმპიადის წინ და ეს უნდა მოხდეს ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიის ფარგლებში“, – განაცხადა ალტერმა.

უფრო ადრე, გერმანიის ოლიმპიურმა სპორტულმა კონფედერაციამ არა ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ოლიმპიური დელეგაციის ყველა წევრს შეეძლება ვაქცინის მიღება. „მხოლოდ ამ შემთხვევაში გაემგზავრება გერმანიის ნაკრები სუფთა სინდისით თამაშებზე“, – აღნიშნა კონფედერაციის პრეზიდენტმა ალფონს ჰერმანმა.

ტოკიოში ზაფხულის თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი