გერმანელი პოლიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თურქეთში იარაღის ექსპორტი შეწყვიტოს

16:11, 24.01.2018

გერმანელი პოლიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თურქეთში იარაღის ექსპორტი შეწყვიტოს. შესაბამისი მოწოდებით გერმანელი პოლიტიკოსების ნაწილი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს გერმანიაში წარმოებულ ტანკებს Leopard-ს იყენებენ.

ანკარა უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს გერმანიისგან მძიმე ტექნიკის მოდერნიზაციას. თავდაპირველად, ამ ტანკებს თურქეთის ხელისუფლება სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად იყენებდა, თუმცა ბოლო დღეებში აღნიშნული ტექნიკა სირიელი ქურთების წინააღმდეგ მიმართეს.

ანგელა მერკელის გუნდის წევრები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ანკარას მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვას. ამ მოწოდებით ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა.

თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს წამოიწყო. მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის საფრანგეთის ლიდერმა და აშშ-ის პრეზიდენტმაც ანკარას მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

მხოლოდ 2017 წელს გერმანიამ მესამე ქვეყნებში 3,79 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი განახორციელა.

მსგავსი