გერმანელი გენერალი კრისტიან ფროიდინგი - ომი მძვინვარებს უკრაინის და ევროპული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგ, ნება თუ არსებობს, საშუალებებიც იარსებებს ამერიკული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის
გერმანელი გენერალ-მაიორი კრისტიან ფროიდინგი აცხადებს, რომ ევროპას შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინას ომში ამერიკის შეერთებული შტატების გარეშეც, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა გადაწყვეტს, კიევს დახმარება შეუჩეროს.
კრისტიან ფროიდინგის თქმით, ნატო-ს ევროპელი წევრებისა და კანადის მიერ გასულ წელს უკრაინისთვის გამოყოფილმა დახმარებამ ამერიკის დახმარებას თითქმის გადააჭარბა.
„ჩვენს კონტინენტზე უკრაინის წინააღმდეგ ომი მძვინვარებს, ის ასევე ევროპული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგაც მიმდინარეობს. პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მაშინ საშუალებებიც იარსებებს ამერიკული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის“, – განაცხადა ფროიდინგმა ინტერვიუში.