გერმანელი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას აპროტესტებენ

11:58, 08.01.2024

დღეიდან გერმანელი ფერმერები ერთკვირიან საპროტესტო აქციებს იწყებენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრაციების გამო მთელი გერმანიის მასშტაბით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაა მოსალოდნელი.

ფერმერები მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას ითვალისწინებს.

ფერმერების საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზების ტრაქტორებით ბლოკირება.

მთავრობა 2024 წელს ბიუჯეტში, სახსრების ეკონომიის ფარგლებში, აპირებს, გააუქმოს ფერმერებისთვის დიზელის საწვავზე მოქმედი ფასდაკლებები და საგადასახადო შეღავათები. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ნაბიჯით სახელმწიფო 480 მილიონ ევროს დაზოგავს.

მსგავსი