გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, მარიო კუმპფს მაღაზიაში მუშტი დაარტყეს
გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, მარიო კუმპფს მაღაზიაში მუშტი დაარტყეს

გერმანელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს მაღაზიაში მუშტი დაარტყეს. ძალადობრივი თავდასხმა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრზე, მარიო კუმპფზე მოხდა.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი შემდეგ საყიდლებზე წავიდა, კუმპფმა კი პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ 53 წლის თავდამსხმელი დააკავა და მას უკვე ბრალიც წაუყენეს.

კუმპფი 2019 წლიდან საქსონიის შტატის პარლამენტის წევრია. ქვეყანაში დეპუტატებზე გახშირებული თავდასხმების გამო კანცლერმა შოლცმა შეშფოთება გამოთქვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსს თავს ესხმიან ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასეთი ტიპის დანაშაულებს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.