გერდ მიულერი იუბილარია - ლეგენდარული ბომბარდირი 75 წლის გახდა (ვიდეო)

1945 წლის 3 ნოემბერს გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, გენიალური გერდ მიულერი დაიბადა.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებში 62 მატჩში 68 გოლი გაიტანა და სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი.

„ერის ბომბარდირი“ – ასე შეარქვეს თავდამსხმელს, რომელმაც ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში მოიგო მსოფლიოსა და ევროპის პირველობა, ოთხჯერ იზეიმა („ბაიერნის“ შემადგენლობაში) გერმანიის ჩემპიონობა და ოთხჯერვე მოიპოვა საკუთარი ქვეყნის თასი.

„ბაიერნში“ მიულერმა 15 წელი გაატარა, სადაც 453 მატჩში 398 გოლის ავტორი გახდა.

მიუნხენურ კლუბთან ერთად გერდ მიულერი ევროპის ჩემპიონთა თასს (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა) სამჯერ დაეუფლა.