გეორგე ჰაჯის ვაჟი „რეინჯერსში“ ითამაშებს
გეორგე ჰაჯის ვაჟი „რეინჯერსში“ ითამაშებს

შოტლანდიურმა გრანდმა „გლაზგო რეინჯერსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ბელგიური „გენკიდან“ რუმინეთის ნაკრების ნახევარმცველის, იანის ჰაჯის ტრანსფერის შესახებ.

ლეგენდარული რუმინელი ფეხბურთელის გეორგე ჰაჯის ვაჟი სტივენ ჯერარდის გუნდში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

21 წლის შემტევი ნახევარმცველი „გენკში” გასული წლის ივლისში გადავიდა რუმინული „ვიიტორულიდან”.