იანის ჰაჯი „გენკს“ დარჩა
იანის ჰაჯი „გენკს“ დარჩა

ბელგიურმა „გენკმა“ რუმინეთის „ვიიტორულს“ 10 მილიონი ევრო გადაუხადა ნახევარმცველ იანის ჰაჯის სანაცვლოდ, – ამტკიცებს რამდენიმე რუმინული წყარო.

„გენკი“ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს ხუთი წლით კონტრაქტის გაფორმების შესახებ 20 წლის ფეხბურთელთან.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ჰაჯის მიმართ დაინტერსებას გამოთქვამდნენ „ბარსელონა“, მოსკოვის „სპარტაკი“ და ერთ-ერთი ინგლისური კლუბი, რომლის სახელი უცნობი დარჩა.

იანის ჰაჯი – რუმინული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის გეორგე ჰაჯის ვაჟია. გასულ სეზონში მან 39 მატჩი ჩაატარა „ვიიტორულის“ რიგებში, 14 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.