გეოფიზიკოსები დღის ხანგრძლივობის გაზრდას პროგნოზირებენ
გეოფიზიკოსები დღის ხანგრძლივობის გაზრდას პროგნოზირებენ

ამერიკელი, კანადელი და ფრანგი გეოფიზიკოსები დედამიწაზე დღეღამის ხანგრძლივობის გაზრდას პროგნოზირებენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გეოფიზიკოსთა გამოთვლების თანახმად, XXI-ე საუკუნის მანძილზე, ყოველი დღე დედამიწაზე მინიმუმ ხუთი მილისეკუნდით გაიზრდება, მომავალ ასწლეულებში კი დედამიწის ღერძი ჩრდილოეთ პოლუსიდან 1 სანტიმეტრით გადაიხრება.

ამ დასკვნებამდე მეცნიერები დედამიწაზე ყინულის საფარის დნობის შეფასების შემდეგ მივიდნენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი გახდება დედამიწის ჩრდილოეთ რეგიონებიდან (ძირითადად გრენლანდია) ნივთიერებათა ეკვატორისკენ გადანაწილება, რაც თავის მხრივ, შეანელებს პლანეტის მოძრაობას საკუთარი ღერძის გარშემო.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის გადახრას საკუთარი ღერძის მიმართ, თავის ნაშრომში ჯერ კიდევ 2002 წელს პროგნოზირებდა ოკეანოგრაფი უოლტერ მანკი. მისი ვარაუდით, ამის მიზეზი გლობალური დათბობით გამოწვეული ყინულის საფარის დნობა გახდებოდა.

წყარო: theguardian.com