„გენტმა" ქვილითაიას გოლით მოიგო [ვიდეო]
„გენტმა" ქვილითაიას გოლით მოიგო [ვიდეო]

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდმა – „გენტმა“, რომელიც ბელგიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

„გენტი“ სპარინგ-მატჩში „ბერსჰოტს“ ორი შემადგენლობით დაუპირისპირდა – შეხვედრა უჩვეულო ფორმატით წარიმართა. ახლა მთავარია, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, მოთამაშეები ფორმაში დროულად შევიდნენ. ამიტომ გუნდები შეთანხმდნენ, რომ 60-60-წუთიან ტაიმებს ითამაშებდნენ.

პირველ ტაიმში „გენტის” შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც 44-ე წუთზე ანგარიში გუნდის კაპიტნის, ვადის ოდიჯა-ოფოეს ფლანგური გარღვევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში მოედანზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა. დარჩენილ 60 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და „გენტმა“ მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.