„გენტმა” ქვილითაიას გოლით მოიგო [ვიდეო]
გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდმა – „გენტმა“, რომელიც ბელგიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
„გენტი“ სპარინგ-მატჩში „ბერსჰოტს“ ორი შემადგენლობით დაუპირისპირდა – შეხვედრა უჩვეულო ფორმატით წარიმართა. ახლა მთავარია, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, მოთამაშეები ფორმაში დროულად შევიდნენ. ამიტომ გუნდები შეთანხმდნენ, რომ 60-60-წუთიან ტაიმებს ითამაშებდნენ.
პირველ ტაიმში „გენტის” შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც 44-ე წუთზე ანგარიში გუნდის კაპიტნის, ვადის ოდიჯა-ოფოეს ფლანგური გარღვევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა.
44’ Odjidja speelt iedereen voorbij met een mooie actie. Kvilitaia staat klaar voor doel en schiet de assist van onze kapitein netjes tegen de netten. 1-0.#GNTBEE #COBW pic.twitter.com/q0SkYFRldm
— KAA Gent (@KAAGent) July 3, 2020
მეორე ნახევარში მოედანზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა. დარჩენილ 60 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და „გენტმა“ მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.