„გენტის“ ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
„გენტის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა ის მოედანზე უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებში ვიხილოთ, – იუწყება ბელგიური კლუბის ოფიციალური გვერდი.
გიორგიმ ბოლო მატჩი გენტის ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე წლის 21 აპრილს გამართა „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ, შემდეგ კი ფეხზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და დღემდე სარეაბილიტაციო კურსს გადის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაკვეტაძემ შვიდი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.