გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და მოედანს ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში „კორტრეიკთან” დაუბრუნდება – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველის შესახებ სიახლე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯეს ტორუპმა გუნდის ვებ-გვედრთან ინტერვიუში გააჟღერა.
„კარგი ამბები მაქვს. გიორგი ჩაკვეტაძე და ტიმ კლეინდიენსტი გუნდთან ერთად იმყოფებიან და ვარჯიშობენ. ორივე კარგადაა და საერთო ჯგუფში ივარჯიშეს. ახლა ვფიქრობთ, რამდენი წუთის გატარება შეუძლიათ მოედანზე. დაველოდებით მატჩის დღეს და ვნახავთ. დადებით მხარეზე ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი იმედი გვაქონდეს“, – განაცხადა ჯეს ტორუპმა.
„გენტისა“ და „კორტრეიკის“ შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.