„გენტი“ მილიონობის და ჯეკპოტის მოლოდინში - სატრანსფერო სამეულში ჩაკვეტაძეცაა
გიორგი ჩაკვეტაძის სხვა გუნდში გადასვლა სატრანსფერო ბაზარზე ისევ აქტუალური თემაა და შესაძლოა, კლუბმა მის მიმართ ინტერესით ისარგებლოს – ინფორმაციას გამოცემა „ნიუსბლადი“ ავრცელებს.
„კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ „გენტის“ გეგმები არია, რადგან კრიზისმა მოთხოვნადი მოთამაშეების სატრანსფერო ფასები შემაცირა – გუნდის მთავარი იმედი კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდია. ბელგიური კლუბს კანადელი თავდამსხმელის საფასურად რეკორდული თანხის მიღება სურს. VoetbalPrimeur.be-მა 20 წლის მოთამაშე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. შესაბამისად, დავიდის ტრასნფერში „გენტი“ 20 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს,“ – წერს გამოცემა.
გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლოა ტრანსფერი ბელგიურმა გამოცემამ ამ კონტექსტშიზეც ახსენა და არ გამორიცხა, რომ კლუბი საქართველსო ნაკრების ფეხბურთელთან გაფორმებული ხელშეკრულებით მაქსიმალური მოგების მიღებას შეეცდება.
„გუნდს არა მხოლოდ დავიდის გაყიდვა, არამედ, ჯეკპოტის მოგება სურს. „გენტი“ ელოდება, რომ გრძელვადიანი კონტრაქტის გამო, გიორგი ჩაკვეტაძესა და ელისე ოთუსუსაც მხოლოდ საუკეთესო შემოთავაზებით გაუშვებენ. აქედან გამომდინარე, გუნდის სპორტული დირექტორის, მიშელ ლუვაგის მიზანი არსებული ბირთვი შეინარჩუნება და ლიდერების ტრანსფერებით მაქსიმალური მოგების მიღებაა. თუმცა გუნდის გულშემატკივრები კარგად ხვდებიან, რომ ყველას შენარჩუნება, განსაკუთრებით დავიდის, უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება,“ – ამტკიცებს „ნიუსბლადი“.