ბელგიური გამოცემა „ფუტბალმაგაზინთან“ (Voetballmagazine) ინტერვიუში „გენტის“ სპორტულმა დირექტორმა მიშელ ლუვაჟიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერი ფასი დაასახელა.
„მიმდინარე სეზონში „გენტში“ ყველაფერი კარგად არის. გუნდი ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ევროპის ლიგის პლეი ოფშია გავიდა. თუმცა, ამ წარმატებას მეორე მხარე აქვს – ესაა რიგი მოთამაშეების მიმართ სხვა კლუბების ინტერესი. „ბუფალოს“ წამყვანი მოთამაშეების გასხვისება არ სურს, მაგრამ შესაძლოა ეს ზაფხულში მოხვდეს“ – წერს გამოცემა.
„გენტის“ მენეჯერ მიშელ ლუვაჟის ამის შესახებ გამზადებული ანგარიშები გააჩნია.
„ჩვენი ფეხბურთელების გასაყიდ ფასს აღარ გავზრდით. მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დავიდის ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონს აღემატება. ჩვენი ბიუჯეთში შემოსავლის გაზრდა განსაკუთრებით კანადელ დევიდს შეუძლია. ასეთი ფეხბურთელი 30 წლის განმავლობაში არ მინახავს. ისაა ტიპური 10 ნომერი, რომელიც ყველა შეხვედრაში თორმეტ კილომეტრს დარბის“ – ამბობს „გენტის“ მენეჯერი „ფუტბალმაგაზინთან“ ინტერვიუში.
ლუვაჟის თქმით, ბელგიურმა კლუბებმა სატრანსფერო ფასების გაზრდა უნდა გაბედონ. „ეს ბელგიური ფეხბურთის პრობლემაა. ჰოლანდიელებისგან განხვავებით, ჩვენ ფეხბურთელებს კარგ ფასებში ვერ ვყიდით. ჰოლანდიელებისგან ეს უნდა ვისწავლოთ“