გენერალი ჯონ ალენი - ჩვენ შესაძლოა, ამერიკული ექსპერიმენტის დასასრულის დასაწყისის მოწმენი ვართ
გენერალი ჯონ ალენი - ჩვენ შესაძლოა, ამერიკული ექსპერიმენტის დასასრულის დასაწყისის მოწმენი ვართ

ჩვენ შესაძლოა, ამერიკული ექსპერიმენტის დასასრულის დასაწყისის მოწმენი ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოთხვარსკვლავიანმა გადამდგარმა გენერალმა, ჯონ ალენმა გამოცემა „ფორინ პოლისში“ დაწერა.

გენერალი ჯონ ალენი, რომელიც ავღანეთში ნატო-ს და აშშ-ის ჯარებს ხელმძღვანელობდა, ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკოსთა რიგებს შეუერთდა და აქციების საპასუხო ზომები უარყოფითად შეაფასა.

„აშშ-ის ლიბერალიზმში გადასვლა შესაძლოა, 2020 წლის პირველ ივნისს დაიწყო. დაიმახსოვრეთ ეს თარიღი. ეს შესაძლოა, ამერიკული ექსპერიმენტის დასასრულის დასაწყისის სიგნალი იყოს“, – დაწერა ალენმა.

მოგვიანებით, გადამდგარმა გენერალმა ტელეკომპანია „სიენენეის“ ეთერში თქვა, რომ შეშფოთებულია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების გამო.

„ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეერთებული შტატების კონსტიტუციას, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები შევინარჩუნოთ. არ უნდა დაირღვეს მათი სამოქალაქო უფლებები იმ მომენტში, როდესაც ისინი, ფაქტობრივად, ახორციელებენ პირველი შესწორების უფლებებს მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის შესახებ“, – განაცხადა ჯონ ალენმა.