გენერალი ჯარედ ზემბრიტსკი - რუსეთთან შესაძლო ესკალაციის ხაზი ბალტიიდან შავ ზღვამდე ვრცელდება, რის გამოც საბრძოლო ბრიგადების მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
გენერალი ჯარედ ზემბრიტსკი - რუსეთთან შესაძლო ესკალაციის ხაზი ბალტიიდან შავ ზღვამდე ვრცელდება, რის გამოც საბრძოლო ბრიგადების მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

რუსეთთან შესაძლო ესკალაციის ხაზი ბალტიიდან შავ ზღვამდე ვრცელდება, რის გამოც საბრძოლო ბრიგადების მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ვისბადენში ბაზირებული აშშ-ის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ბუნდესვერის გენერალმა, ჯარედ ზემბრიტსკიმ გერმანულ გამოცემა „ფრანკფურტერ ალემაინე ცაიტუნგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანელი გენერლის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით შემობრუნდა, რადგან რუსეთის საფრთხე რეალურია და რუსეთი ამჟამად ნატო-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია გარკვეული დროით არასტაბილური იყო, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი გახდა რუსების აგრესიული ქცევა უკრაინაში და განსაკუთრებით, ყირიმის გათვალისწინებით. ნატო კვლავ შემობრუნდა აღმოსავლეთისკენ, რადგან რუსეთის საფრთხე რეალურია. რუსეთი აგრძელებს შეიარაღებას, მასიურად ახდენს თავისი სამხედრო ძალების მოდერნიზებას და სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებს ძალაუფლებისკენ სწრაფვას. შესაძლო ესკალაციის ხაზი ბალტიიდან შავ ზღვამდე ვრცელდება. ამ მხრივ, მრავალი ბრიგადის განთავსება ვერ მოხერხდა ამ ხაზზე ძალთა ბალანსის შესაქმნელად. ამიტომ საბრძოლო ბრიგადების მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გენერალმა ჯარედ ზემბრიტსკიმ.

დატოვე კომენტარი