გენერალი ბენ ჰოჯესი - უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში
გენერალი ბენ ჰოჯესი - უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს.

როგორც გენერალმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, ამერიკის სატრანსპორტო სარდლობის მეთაურის მოადგილე გენერალი ლაიონსი ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოში იმყოფებოდა.

„რამდენადაც მესმის, ბაზა უკვე არსებობს და ერთობლივი აეროდრომი, არსებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე აშენდება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში.

ბენ ჰოჯესის განცხადებით, აშშ და საქართველო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ბევრ აკეთებენ.

„მე მჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, არ ვიცი როდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ამის მტკიცედ მჯერა. ვიდრე ეს დღე დადგება, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ ამ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები.

ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.