გენერალი ალექსანდრ ტარნავსკი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონეკცის ოლქში, ქალაქ ვუჰლედართან წინსვლა აქვთ

17:49, 15.06.2023

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონეკცის ოლქში, ქალაქ ვუჰლედართან წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაური, გენერალი ალექსანდრ ტარნავსკი იტყობინება.

„ვუჰლედართან ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ. მტრის ძალების განადგურება გრძელდება“, – წერს ტარნავსკი ტელეგრამარხში.

ამასთან, ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ვალერი შერშენი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ვუჰლედარის რაიონში ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ.

მსგავსი