გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ერაყში გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

დაკრძალვის ცერემონია ქალაქ ქერმანში, გენერლის მშობლიურ ქალაქში მიმდინარეობდა. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

სამგლოვიარო ცერემონიაზე მისული ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, გენერლის დაკრძალვა გადაიდო. დაკრძალვის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ერაყში მოკლეს.