გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, თინათინ ბერძენიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, თინათინ ბერძენიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პირველი არხისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა და გენდერული თანასწორობის განყოფილების მრჩეველმა სარა ჰააპალაინენმა შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

სარა ჰააპალაინენის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სფეროში საჭიროებების მოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელია.