გენადი არველაძე - ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას
გენადი არველაძე - ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას

ბიზნესთან უშუალო კონსულტაცია პანდემიამდეც გვქონდა. სამინისტროში შექმნილი გვაქვს DCFTA – ის საკითხებზე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები და სექტორული გაერთიანებები. ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ვითვალისწინებთ მათ გამოწვევებს, შექმნილ რეალობას და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი ტრადიცია 2021 წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენ იმპლემენტაციის ვადების განსაზღვრას ბიზნესთან კონსულტაციით მოვახდენთ, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც დროშია გაწერილი. ვფიქრობ, აღნიშნულ ვადებში აუცილებლად ჩავეტევით, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესთან კონსულტაციას აუცილებლად გავმართავთ“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

დატოვე კომენტარი