გენადი არველაძე - უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ
გენადი არველაძე - უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ

ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა – ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს უნგრეთთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც თბილისში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ქართულ-უნგრული ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მხარდაჭერაზე.  მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით მიღებული სარგებელი გავზარდოთ და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქცია გავიტანოთ“, – განაცხადა გენადი არველაძემ.