გენადი არველაძე - საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
გენადი არველაძე - საქართველომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

„ბრექსიტის“ ამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიცირება. ახლა იმავეს ველოდებით ბრიტანეთის მხრიდან. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი თვის ვადაში რატიფიცირება მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პროცესის დროულად დასრულებას, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის“, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე აწარმოებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.