გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს შეხვდა
გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ფედერაციისა და ევროპის საკითხებში გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ლუცია პუტრიხს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

„განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად და იმ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს მას ამ მიმართულებით. ითქვა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების გზაზე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.