გენ შუანი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ავანტიურამ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები დაარღვია
გენ შუანი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ავანტიურამ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები დაარღვია

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბოლოდროინდელმა სამხედრო ავანტიურამ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები დაარღვია,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

გენ შუანის თქმით, ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ არავის სურს ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვითარების შემდგომი გაუარესება.

„ძალაუფლების პოლიტიკა არაპოპულარული და არამდგრადია. აშშ-ის ბოლოდროინდელმა სამხედრო ავანტურამ დაარღვია საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, დაძაბულობა და არასტაბილურობა გაზარდა რეგიონში. ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩინეთი დარწმუნებულია, რომ ყველა მხარემ გულმოდგინედ უნდა დაიცვას გაერო-ს წესდების პრინციპები და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმები, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული და რომ მშვიდობა და სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს ახლო აღმოსავლეთში და ყურის რეგიონში“, – განაცხადა გენ შუანმა.