გელაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღით გადაიდო - მანამდე ქართველმა მცველმა „სპეციაში“ 51-ნომრიანი მაისურა შეარჩია #1TVSPORT
გელაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღით გადაიდო - მანამდე ქართველმა მცველმა „სპეციაში“ 51-ნომრიანი მაისურა შეარჩია #1TVSPORT

ივა გელაშვილი იტალიაშია, მაგრამ მისი გეგმები ოდნავ შეიცვალა – „საბურთალოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღით გადაიდო. ამის გამო „სპეციასთან“ კონტრაქტს, 18 აგვისტოს ნაცვლად, რამდენიმე დღეში გააფორმებს.

გამოცემა cittadellaspezia ივა გელაშვილის ტრანსფერის შესახებ წერილს აქვეყნებს, სადაც „სპეციას“ მწვრთნელის, მასიმილიანო ალვინის სქემაში ქართველის როლზეა საუბარი.

გელაშვილი დაცვის სიცარიელეს შეავსებს

„გელაშვილის ტრანსფერი „სპეციასთვის“ გადაუდებელი აუცილებლობაა, რომლითაც გუნდი ცდილობს, პოლონელი მცველი ვიშნევსკი იმავე მახასიათებლების მქონე მოთამაშით შეცვალოს.

ივა გელაშვილმა უკვე შეარჩია 51-ნომრიანი სათამაშო ფორმა და ვიშნევსკისგან ესტაფეტას გადაიბარებს. პოლონელი გიგანტის ჩანაცვლება გულისხმობს ისეთი მცველის შერჩევას, რომელიც თავდამსხმელებს გასაქანს არ მისცემს და ცენტრალურ ნახევარმცველებს შეტევის წამოწყებას გაუადვილებს.

ქართველი იქნება ფიზიკურად გუნდის ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველი, ნიკოლაუსთან ერთად. ალვინის დაცვის სამი ოსტატი ახალ სეზონში გელაშვილი, მული და ნიკოლაუ იქნებიან. ცენტრალური მცველების მონაცვლეობისას ხრისტოვი მეოთხე ადგილზე დარჩება. ამით „სპეციის“ სატრანსფერო ქტიურობა დასრულდა, თუ სერია A-დან მოულოდნელად რომელიმე მოთამაშე არ გამოჩნდება“, – წერს იტალიური ვებგვერდი.