გელა კეტაშვილი საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრაზე - 30 წელი გავიდა, მაგრამ მაშინდელი ემოციები გუშინდელვით მახსოვს
გელა კეტაშვილი საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრაზე - 30 წელი გავიდა, მაგრამ მაშინდელი ემოციები გუშინდელვით მახსოვს
1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი შეხვედრა და მაშინდელი ემოციები გახსენა.
შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ ლიეტუვას ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და 2:2 ითამაშა (გოლები გია გურულმა და კახა კაჭარავამ გაიტანეს).
კეტაშვილმა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს სორის ერთად-ერთი ოლიმპიური ჩემპიონია, 30 წლის წინადელ სადებიუტო შეხვედრაში ეროვნული ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.
„მინდა ეს დღე გულშემატკივარს მივულოცო. მართალია, ლიეტუვასთან შეხვედრა ამხანაგური იყო და არა – ოფიციალური, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 27 მაისი ჩვენი ნაკრების დაბადების დღეა. 30 წელი გავიდა, მაგრამ გუშინდელვით მახსოვს ეს დღე და მაშინდელი ემოციები“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გელა კეტაშვილი.
საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტნის თქმით, მოედანზე საკმლავურით გახვლა მას ახლაც სიამოვნებით ახსენდება: „მანამდე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს მეამაყებოდა. მაგრამ მოედანზე საქართველოს ნაკრები რომ გავიყვანე, ეს სულ სხვა ემოციური დატვირთვა, წარმოუდგენელი სიხარული და ემოცია იყო – 27 მაისს ხომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები შეიქმნა, მე კი მოედანზე გუნდი კაპიტნის რანგში გავიყვანე“.
ქართველი ფეხბურთელებიდან ერთად-ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონამა „ჯვაროსნების” ახლანდელ თაობას წარმატებები უსურვა: „ჩვენი თაობების ნაოცნებარი ახლა უფრო რეალური გახდა. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედარდ ჩვენს ნაკრებს ორი ნაბიჯი აშორებს. იმედია, გუნდი ამ შეხვედრებსაც წარმატებით ითამაშებს და ქვეყანას გაახარებს“.