საფეხბურთო ტაიმაუტი I გელა კეტაშვილი - ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და მათი იმედი მაქვს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I გელა კეტაშვილი - ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და მათი იმედი მაქვს #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გელა კეტაშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოში გასამართ ევრო 2023-ზე ახალგაზრდული ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

„საკუთარ სახლში, ასეთ ტურნირზე თამაში ბევრს ნიშნავს, რადგან გულშემატკივარი დიდ ძალას გმატებს. ქომაგი მოედანზე მეთორმეტე მოთამაშეცაა და – მეოცეც. ჩემი აზრით, გუნდს ეს ძალიან დაეხმარება.

ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ბიჭები თავებს დადებენ და დაამტკიცებენ, რომ ათჯერ მეტს იმსახურებენ. მათ ამის პოტენციალი გააჩნიათ.

მამარდაშვილმა ყველაფერი დაგვიმტკიცა, ისევე როგორც კვარაცხელიამ, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ და გოჩოლეიშვილმა. შესანიშნავი თაობაა და მათი იმედი მაქვს“, – ამბობს გელა კეტაშვილი.