საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებშიმინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრას გამართავს.
მათივე ცნობით, მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
მინისტრის ხელმძღვანელობით, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.