საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გელა აფრასიძე „მონპელიეში“ 2023 წლამდე ითამაშებს. ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 21 წლის ქართველმა მორაგბემ „მონპელიესთან“ ურთიერთთანამშრომლობის კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ნომერი ტოპ 14-ის ამ კლუბში 2017 წლიდან ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ აფრასიძემ რაგბიში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოთხივე შეხვედრაში ითამაშა, მთლიანად კი 21 წლის მორაგბეს ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში 21 კეპი აქვს მოპოვებული.
„ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში. კარიერის გაგრძელება სწორედ მონპელიეში მინდოდა და ასეც მოხდა. მინდა, ჩემი უნარები კიდევ უფრო დავხვეწო და კლუბის წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო“, – ამბობს გელა აფრასიძე.