გეკა გელაძე - ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა ქვეყნიდან გაძევებული, 2025 წელს კი - 1 300-ზე მეტი
გეკა გელაძე - ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა ქვეყნიდან გაძევებული, 2025 წელს კი - 1 300-ზე მეტი

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ისე სტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

გელაძის თქმით, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური სივრცეებით და გათვლილია 150 თანამშრომელზე.

„მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა ქვეყნიდან გაძევებული, 2025 წელს კი – 1 300-ზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ვგეგმავთ 4 000-მდე არალეგალის ​ქვეყნიდან გაძევებას“, – განაცხადა გეკა გელაძემ.