გეგუჩაძემ კომენტარი მჭედლიძის წასვლაზე გააკეთა - ეს საკითხი ლევანთან საუბრის შემდეგ გადაწყდება #1TVSPORT
გეგუჩაძემ კომენტარი მჭედლიძის წასვლაზე გააკეთა - ეს საკითხი ლევანთან საუბრის შემდეგ გადაწყდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ გუნდი ლევან მჭედლიძემ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა, მაგრამ გეგუჩაძეს კონტრაქტის გაწყვეტაზე არაფერი უთქვამს.

„მოდით, ჯერ ამ თემას უკომენტაროდ დავტოვებ, რადგან ლევანს მიკროტრავმა აქვს. ლევანი გადასარევი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვნახოთ, რა იქნება – ტრავმებმა შეაწუხეს. ეს საკითხი ლევანთან საუბრის შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ. 

ბათუმის „დინამოში“ ლევან მჭედლიძე თებერვალში ჩაირიცხა. ინფორმაციის მიხედვით, გუნდიდან წასვლის მიზეზი ის გახდა, რომ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვერ გახდა.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო კარიერის დიდი ნაწილი მოედნის ნაცვლად კლინიკებსა და ოპერაციებში გაატარა. 2019 წელს „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა, მაგრამ გუნდი საკმაოდ მალე დატოვა.

მჭედლიძემ კარიერა ძირითადად იტალიაში გაატარა. 2008-19 წლებში „ემპოლიში“ თამაშობდა (150 მატჩი, 15 გოლი), ორი სეზონი იჯარით „პალერმოში“ (11 მატჩი, 1 გოლი) გაატარა. საქართველოს ეროვნულ გუნდში 31 წლის თავადამსხმელმა 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა.