გეგა წულაიამ ბასკეთის ჭაბუკთა ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT
გეგა წულაიამ ბასკეთის ჭაბუკთა ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი, კლუბ „ჰიუნდაის“ აღზრდილი გეგა წულაია ბასკეთის ჩემპიონი გახდა. იგი ამჟამად ქალაქ ვიტორიასბასკონიაში“ თამაშობს, რომელმაც ბასკეთის პირველობა მაღალ დონეზე ჩაატარა და ფინალში სან სებასტიანის „გიპუსკოა“ დაამარცხა – 88:67.

ამ მოგებით „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ყველა რეგიონის საუკეთესო კლუბები მოიყრის თავს. მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან „რეალი“ და „ბარსელონა“.

ბასკეთის ჩემპიონატის ფინალში გეგა წულაია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მის ანგარიშზე 20 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. შეგახსენებთ, რომ გეგა ამჟამად 18 წლისაა და გამთამაშებლის პოზიციაზე 8-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.