გეგა დიასამიძე - კორონავირუსის მიუხედავად, ბელარუსის გუდნებს ხელფასები არ შეუმცირებიათ
გეგა დიასამიძე - კორონავირუსის მიუხედავად, ბელარუსის გუდნებს ხელფასები არ შეუმცირებიათ

„ახლა ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში ვთამაშობთ. ბელარუსში მაღაზიები, ბანკები და მარკეტები მუშაობენ. თუმცა, კორონავირუსის საფრთხეს აცნობიერებენ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გეგა დიასამიძე.

ის იშვიათი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც კორონავირუსის გამო არ გაჩერებულა – დიასამიძე ბელარუსში თამაშობს, სადაც ჩემპიონატი ისევ მიმდინარეობს. სოლიგორსკის „შახტიორის“ ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ბელარუსის ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

„მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები თითქმის ყველა ევროპულ კლუბს შეექმნა, „შახტიორში“ და სხვა გუნდებში ხელფასები არ შეუმცირებიათ“ – აცხადებს დიასამიძე..

27 წლის ნახევარმცველის თქმით, თავად გარეთ გასვლას ერიდება: „სახლიდან მხოლოდ სავარჯიშოდ და აუცილებელი საჭიროებისთვის გავდივარ – ვარჯიშის შემდეგ სახლში ვბრუნდები და ვცდილობ, მაღაზიებშიც იშვიათად შევიდე“.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში დიასამიძემ ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა.