გეგა დიასამიძე - ბელარუსთან გამარჯვებას ყველა ქართველი იმედოვნებს
გეგა დიასამიძე - ბელარუსთან გამარჯვებას ყველა ქართველი იმედოვნებს
სოლიგორსკის „შახტიორის“ ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა გეგა დიასამიძეს, რომელმაც მცირე ხნის წინ „საბურთალო“ დატოვა და ბელარუსულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
 
26 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს ერთა ლიგის პლეი-ოფში უმასპინძლებს, გამარჯვებული კი ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 27 წლის ნახევარმცველს კითხვა ამ დაპირისპირებაზე დაუსვეს.
„ამ თამაშს მთელი საქართველო ელის. ყველა ქართველს გამარჯვების იმედი აქვს. რა თქმა უნდა, თქვენებიც საკუთარი ნაკრების გამარჯვებას ელიან. ასე რომ, ვუყუროთ შეხვედრას და ჩვენიანებს ვუგულშემატკივროთ“, – ამბობს გეგა დიასამიძე.
„საბურთალოს“ ფეხბურთელის ახალმა გუნდმა, სოლიგორსკის „შახტიორმა“, ბელარუსის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.