„ქართული ოცნება“ - გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი პარტიაში აღარ ირიცხებიან
გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ.
„გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“, – აცხადებენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში.