გედეონ საარი – ისრაელს ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს, თუმცა სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონიდან გასვლას არ აპირებს

13:18, 22.06.2026
Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

ისრაელს ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს, თუმცა სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონიდან გასვლას არ აპირებს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა.

საარის მტკიცებით, ისრაელი ლიბანში არსებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივს სცემს იქამდე, ვიდრე „ჰეზბოლაც“ ამას გააკეთებს.

„ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული ამბიციები ლიბანში, მაგრამ ჩვენ არ გავალთ უსაფრთხოების ზონიდან და არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეებს „ჰეზბოლას“ თავდასხმებისა და შესაძლო შემოჭრის საფრთხის წინაშე. ლიბანის სუვერენიტეტი ათწლეულების განმავლობაში ირღვევა დღემდე ირანის მიერ „ჰეზბოლას“ საშუალებით არაპირდაპირი ოკუპაციის გამო. როგორც ლიბანის, ასევე ისრაელის ინტერესებშია, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტული სახელმწიფო დაიშალოს“, – აღნიშნა გიდეონ საარმა.

მსგავსი