„გაზვიადებული მოლოდინის წლები“ - გია გორგოძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გია გორგოძის ახალი წიგნის, „გაზვიადებული მოლოდინის წლები“ პრეზენტაცია გაიმართა – ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები, განათლების, მეციერების, კულტურის და სპორტისა სამინისტროს წარმომადგენლები, სპორტული ჟურნალისტები, საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები.
წიგნი გამოცემულია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში განათლების, მეციერების, კულტურის და სპორტისა სამინისიტროს მხარდაჭერით. ეს ოთხტომეულის („ქართული ფეხბურთის საუკუნე“) ბოლო, მეოთხე ტომია, რომელიც მოიცავს ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს.
„ეს წიგნი დამოუკიდებლობის პერიოდს მივუძღვენით, რომელსაც „გაზვიადებული მოლოდინის წლები“ დავარქვი. მასში მოთხრობილია ნოდარ ახალკაცზე, დავით ყიფიანსა და კახი ასათიანზე, დამოუკიდებლობის პერიოდის იმ პიროვნებებზე, რომლებიც ქართული ფეხბურთის სახეს წარმოადგენდნენ“, – თქვა პრეზენტაციისას გია გორგოძემ.