გაზის გაჟონვის გამო, ლონდონის სასტუმროდან და ღამის კლუბიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
გაზის გაჟონვის გამო, ლონდონის სასტუმროდან და ღამის კლუბიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გაზის გაჟონვის გამო, ლონდონის სასტუმროდან და ღამის კლუბიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ლონდონის სახანძრო ჯგუფმა ატმოსფეროში ბუნებრივი აირის მაღალი დონის არსებობა დაადასტურა.

პოლიციამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვესტმინსტერის რაიონში ევაკუაცია კომერციული ორგანიზაციებიდანაც განახორციელა.

საგანაგებო ვითარების გამო, პოლიციამ მიმდებარე სარკინიგზო სადგურიც დახურა.

სატრანსპორტო კვანძი მუშაობას ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე განაახლებს.

დატოვე კომენტარი