გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, „დორტმუნდში" მწვრთნელად ფავრი დაინიშნება
გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, „დორტმუნდში" მწვრთნელად ფავრი დაინიშნება

ფრანგული “ნიცას“ მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეტერ შტიოგერს ​შეცვლის, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, “ნიცას” 60 წლის შვეიცარიელ სპეციალისტთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის სანაცვლოდ სამიდან ხუთ მილიონამდე გადაუხადოს.

ფავრი “დორტმუნდს” წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება სათავეში.

უფრო ადრე, ფრანგული ჟურნალი France Football აღნიშნავდა, რომ ფავრი ამ ზაფხულს ნამდვილად დატოვებს “ნიცას” და გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნდება.

“დორტმუნდი” ბუნდესლიგაში 48 ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში ის სტუმრად მიუნხენის “ბაიერნთან” 0:6 განადგურდა.