გავრცელებული ცნობებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი რაზინო დაიკავეს და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ახლოს წინ წაიწიეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელი რაზინო დაიკავეს და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ახლოს წინ წაიწიეს. ამის შესახებ ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი“ იუწყება.
არსებული მონაცემებით, რუსეთის არმიის წინსვლა ვოზროჟდენიეს, ტორეცკის, დანილოვკასა და კრასნი პერვის მახლობლად შეინიშნება.
პროექტ „დიფ სთეითის“ თანახმად, მანამდე რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს ეხება დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზელენი კუტისა და ნოვოუკრაინკას დასახლებებს.
გარდა ამისა, როგორც სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა, ხერსონის ოლქში რუსულმა ჯარებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავდასხმის ოპერაციები, განსაკუთრებით კუნძულის ზონაში.