„ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი Golden Boy-ის 2022 წლის პრემიის მფლობელი გახდა. ამ პრიზს იტალიური გამოცემა Tuttosport ყოველ წელს გადასცემს ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს.
გავის გარდა, პირველობაზე კიდევ 19 პრეტენდენტი იყო, მათ შორის ორი ფავორიტი – „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ ნახევარმცველები ჯამალ მუსიალა და ჯუდ ბელინგემი.
შარშან Golden Boy-ის პრემიის ლაურეატი გავის თანაგუნდელი პედრი გახდა.
მიმდინარე სეზონში გავის ლა ლიგას 10 მატჩში ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს.
18 წლის ესპანელს პრიზს 7 ნოემბერს ტურინში გადასცემენ.