„ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი ნოემბრამდე ვერ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას. 19 წლის ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გასული წლის ნოემბერში გაიწყვიტა, ასევე მენისკი დაიზიანა.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, კატალონური კლუბი ძალიან ფრთხილობს ნახევარმცველის მინდორზე დაბრუნების საკითხში. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, ის ბოლომდე აღდგენას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოახერხებს.
გავის რეაბილიტაცია დაგეგმილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა ექიმები პრიორიტეტს ანიჭებენ რისკების მინიმალიზაციას და გართულებების თავიდან აცილებას.
აღნიშნავენ, რომ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი აცნობიერებს, რომ სეზონის პირველი სამი თვის განმავლობაში ტრამვირებული მოთამაშის, გავის იმედი არ უნდა ჰქონდეს. გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელის მინდორზე დაბრუნებას განიხილავს, როგორც „კიდევ ერთ ტრანსფერს“.