გატუზოს აზრით, ფავორიტი „იუვენტუსია“
გატუზოს აზრით, ფავორიტი „იუვენტუსია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „იუვენტუსთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა. „როსონერის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ტურინელები ფავორიტები არიან, მაგრამ მილანი 90 წუთის განმავლობაში იბრძოლებს.

„ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, სამწუხაროდ, მუსაკიოს ძალიან არ გაუმართლა. თუმცა მაინც იმედიანად ვართ. ყველა ბოლომდე დაიხარჯება და გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ქულები მნიშვნელოვანია. „იუვენტუსი“ სხვა პლანეტაზეა. მათ ჰყავთ რონალდო და ყველა რგოლში უძლიერესი კლუბია. „ბარსელონასთან“ ერთად ევროპაში დღეს საუკეთესოა. მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს 23:30 საათზე დაიწყება.