გატუზომ „მილანისთვის“ შობა გააუქმა
გატუზომ „მილანისთვის“ შობა გააუქმა

„მილანის“ მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს თანამდებობის დატოვება სურდა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში აუთსაიდერვერონასთან” 0:3 წაგების შემდეგ, – წერს La Gazetta Dello Sport.

39 წლის სპეციალისტი გაცოფებული იყო ამ წაგებისა და მარცხის შემდეგ, მილანელი ფეხბურთელების რეაქციით. გატუზო მაშინვე კლუბის ცენტრალური ოფისისკენ გაემართა, რათა კლუბის ხელმძღვანელობისთვის გადადგომის შესახებ ეცნობებინა, მაგრამ მწვრთნელს წასვლა გადააფიქრებინეს.

ამის შემდეგ, გატუზომ უქმე დღე არ მისცა თავის შეგირდებს, გააუქმა ორშაბათისთვის დანიშნული საშობაო საღამო და ამის ნაცვლად, ერთი კვირით ბაზაზე ჩაკეტა ფეხბურთელები, – წერს Calciomercato.

“მილანის” მთავარი მწვრთნელის თქმით, არც ერთ ფეხბურთელს არ ექნება პრესასთან კავშირი 23 დეკემბრამდე, როცა მისი გუნდი “ატალანტას” შეხვდება.

17 ტურის შემდეგ “მილანი”, რომელმაც ზაფხულში ახალ ფეხბურთელებზე 200 მილიონი ევრო დახარჯა, მერვე ადგილამდეა დაქვეითებული.