გასული წლის ფინალის გამეორება - უიმბლდონი 2024-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასს შეხვდება #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის ფინალში მამაკაცებს შორის ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი კარლოს ალკარასი შეხვდებიან, რომლებმაც ტიტულისთვის გასულ წელსაც იბრძოლეს.
მსოფლიოს მეორე ნომერმა, ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში იტალიელი ლორენცო მუზეტი სამ სეტში, 6:4, 7:6 (7:2), 6:4 დაამარცხა. სერბი ჩოგბურთელი უპირატესობას პირველივე სეტიდან დაეუფლა და კორტზე სიტუაციას სრულად აკონტროლებდა.
რაც შეეხება ალკარასს, მან დანიილ მედვედევს ოთხ სეტში, 6:7 (1:7), 6:3, 6:4, 6:4 სძლია. პირველ სეტში უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს თავისი თამაშის ჩვენება გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ვითარება გამოასწორა.
2023 წელს უიმბლდონის ფინალში ალკარასმა ჯოკოვიჩი ხუთ სეტში დაამარცხა – 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4.
37 წლის სერბ ჩოგბურთელს კარიერაში 25-ე დიდი სლემის ფინალის მოგების შანსი აქვს, ხოლო 21 წლის ალკარასი მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს. ასევე, თუ სერბი გაიმარჯვებს, მისთვის უიმბლდონის მერვე ტიტული იქნება, რითიც როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება.