გასული ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 14 დაშავდა
გასული ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 14 დაშავდა

გასული ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 14 დაშავდა. თავდასხმის შედეგად, 21 ადამიანია დაშავებული მიკოლაევში, ერთი კი დაიღუპა.

ქალაქში 8 აგვისტომდე, ღამის საათებში კომენდანტის საათი ამოქმედდა. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურების მიმართულებითაც. არსებობს, წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის, ასევე ხანძრის რისკი.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ომის ახალი ფაზა დაიწყება, რამდენადაც რუსეთი ძალების გადასროლას სამხრეთისკენ ახორციელებს. ძირითადი ფრონტის 350 კმ-იანი ხაზი სწორედ სამხრეთისკენ იქნება.