გასულ დღე-ღამეში რუსეთის ძალების იერიშს დონეცკის ოლქში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა  
გასულ დღე-ღამეში რუსეთის ძალების იერიშს დონეცკის ოლქში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა  

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიშს დონეცკის ოლქში ხუთი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, სამი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ბახმუტში, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ეპიცენტრია. ერთი მოქალაქე დაიღუპა ტორეცკში, ერთი კი – ნეტაილოვში.

როგორც გუბერნატორი იტყობინება, დაშავებულია ორი ადამიანი.