გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 427 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით კორონავირუსის 427 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
ამავე მონაცემებით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 6 214-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევებიდან დაახლოებით 45 ათასი ევროპის რეგიონში აღირიცხა.
„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონია, ხოლო მესამეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.